02 ივლისი 2024,   10:34
ვრცლად
შეხვერა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტსა და პუტინს შორის-ხაჯიმბამ რუსეთის ლიდერს ანგარიში ჩააბარა

ვლადიმერ პუტინმა სოჭში რაულ ხაჯიმბას უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს ანგარიში ჩააბარა და დეტალურად აუხსნა რაზე იხარჯება რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხები. რაულ ხაჯიმბამ საინვესტიციო პროექტებზე და ე.წ. თავდაცვითი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობაზე მოახსენა. ვლადიმერ პუტინმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს მნიშვნელოვანი საკითხების არაფორმალურ ვითარებაში განხილვა შესთავაზა და დამატებით მხარდაჭერას დაჰპირდა. 

დღის ამბები