02 ივლისი 2024,   10:33
ვრცლად
ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის მოწინააღმდეგეები მორიგ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ

ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის მოწინააღმდეგეები მორიგ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ. მასშტაბური აქცია სახელწოდებით, "აქტი მესამე - გადადგეს მაკრონი" "სოციალური ქსელებით პირველი დეკემბრისთვის დაიგეგმა. დემონსტრანტები ისევ ელისეს მინდვრებზე გეგმავენ შეკრებას, რომელიც ამ დრომდე არ დაუტოვებიათ.

პრეზიდენტის სასახლესთან გუშინ დღისით დაწყებული არეულობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა ბარიკადები ააგეს და ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა არეულობაზე პასუხისმგებლობა მარინ ლე პენს დააკისრა. მინისტრის თქმით, მომიტინგეებს შორის ულტრამემარჯვენე აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც არეულობის პროვოცირება და სამთავრობო უწყებებზე თავდასხმები მოაწყვეს.

დღის ამბები