02 ივლისი 2024,   10:47
ვრცლად
ევროპის ლიდერები ბრექსიტის გარიგების განხილვას იწყებენ-ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან

ამ წუთებში ევროპელი ლიდერები ბრექსიტის გარიგების განსახილველად ბრიუსელში იკრიბებიან. ევროკავშირის წევრმა 28 ქვეყანამ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული გეგმა უნდა განიხილონ, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს. დონალდ ტუსკმა და ჟან კლოდ იუნკერმა უკვე მოუწოდეს ბლოკის წევრებს შეთანხმების მხარდაჭერისკენ. განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც მადრიდმა გიბრალტარის ტერიტორიული დავის გამო გარიგების ბლოკირებაზე უარი თქვა. ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მან გიბრალტარის ევროკავშირში დარჩენის თაობაზე ლონდონისგან წერილობითი გარანტიები მიიღო. 

დღის ამბები