02 ივლისი 2024,   10:35
ვრცლად
დონალდ ტრამპის მუქარა მექსიკას-აშშ-ს პრეზიდენტი შტატებში მხოლოდ იმ მიგრანტებს შეუშვებს, ვისაც ლტოლვილის სტატუსის მიღების საფუძველი აქვს

დონალდ ტრამპი მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ით გაავრცელა. მისი განცხადებით, თუ მიგრანტების ქარავანი შეერთებული შტატების საზღვარს მიუახლოვდება და საზღვრის გარღვევას შეეცდება, სამხრეთ საზღვარი ჩაიკეტება. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ საემიგრაციო კანონები უკვე ათწლეულებია ირღვევა, თუმცა ამიერიდან შეერთებული შტატები ასეთ ხარჯიან და სახიფათო ვითარებას აღარ შეეგუება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებში მხოლოდ იმ მიგრანტებს შეუშვებენ, ვისაც ლტოლვილის სტატუსის მიღების საფუძველი აქვს.

დღის ამბები