02 ივლისი 2024,   10:38
ვრცლად
შეტაკებები ქერჩის სრუტეში - კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ქერჩის სრუტეში მომხდარი შეტაკების გამო კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. მათ დიპლომატიური უწყების შენობას მბოლავი მაშხალები ესროლეს. საელჩოს შესასვლელთან აქტივისტებმა საბურავებიც მიიტანეს.

უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს რუსეთს საელჩოს კუთვნილ მანქანას. აქცია კიევის ცენტრში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ინციდენტი აზოვის ზღვაში გუშინ მოხდა. 3 უკრაინული გემი ქერჩის სრუტის გავლით შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გეგმიურ გადაადგილებას ასრულებდა, როდესაც რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო ხომალდი უკრაინულ გემს ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური.

უკრაინულ ხომალდებზე, რომელიც რუსულმა მხარემ დააკავა, 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ.

დღის ამბები