02 ივლისი 2024,   10:48
ვრცლად
ბერლინში ტრაგიკულად ცნობილი საშობაო ბაზრობა ამუშავდა 

ბერლინში  2016 წელს მომხდარი ტერაქტით ცნობილი საშობაო ბაზრობა გაიხსნა. ბაზრობის გახსნის ცერემონია თავდასხმის შედეგად დაღუპული 12 ადამიანის მოხსენიებით დაიწყო. საგანგებოდ აგებული მემორიალი ბერლინის მერმა და რიგითმა მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს.

წელს მოსახლეობისა და ტურისტების დასაცავად საშობაო ბაზრობაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. პერიმეტრის პატრულირებას ათობით პოლიციელი განახორციელებს.

დღის ამბები