02 ივლისი 2024,   10:39
ვრცლად
პოროშენკოს ინიციატივას საომარი მდგომარეობის შესახებ რადამ მხარდაჭერა გამოუცხადა - რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო

უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის წინადადებას ქვეყნის 10 ოლქში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მხარი დაუჭირა. აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო უკრაინის 10 ოლქში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

პეტრო პოროშენკოს ინიციატივაზე რადას მხარდაჭერის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომამ ხმაურით ჩაიარა. თავდაპირველად დეპუტატების ნაწილი საომარი მდგომარეობის ორი თვით გამოცხადების წინააღმდეგ წავიდნენ და ხმის მიცემის ჩაშლა სცადეს. მოგვიანებით პრეზიდენტმა მეორედ მიმართა პარლამენტს და საომარი მდგომარეობის შემცირებული ვადით ერთი თვით გამოცხადების წინადადებით მიმართა და მხარდაჭერაც მიიღო

სამი უკრაინული გემი კვლავ ქერჩის პორტში დგას. სამხედროები კი დაკითხვაზე არიან გადაყვანილი. სოციალურ ქსელებში დაკავებული უკრაინელების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. რუსების ხელში სამ ხომალდთან ერთად 23 სამხედრო პირიც რჩება.

აზოვის ზღვაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპაც და ამერიკაც ამ საკითხზე მუშაობენ.

შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო მოუწოდებენ რუსეთს, უკრაინის დაკავებული გემები და სამხედროები გაათავისუფლოს. ალიანსი მომავალ კვირას დაგეგმილ მინისტერიალზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებს.

დღის ამბები