26 დეკემბერი 2024,   22:24
ვრცლად
„ნებისმიერ მოქალაქეს ვთხოვ, ნუ წამოეგებიან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის მიმართ წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული ოცნება მხარდამჭერთა მობილიზებას კანონის დაცვით ახორციელებს და ნაციონალური მოძრაობის და მისი მედიასაშუალების ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნებისმიერ მოქალაქეს ხვალ ვთხოვ, რომ ნუ წამოეგებიან ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე. ასევე მინდა, მივმართო ჩვენს აქტივს, ქართული ოცნების  ჯარისკაცებს, ისინი აქტიურად არიან არჩევნებში ჩართული. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა და მისი მედიასაშუალება აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს, კოორდინატორების მიერ მხარდამჭერთა მობილიზებისთვის გადადგმული ნაბიჯები არის უკანონო, რაც არის სიცრუე. ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტს აბსოლუტურად კანონირად აქვს ასეთი სიები მოპოვებული. ამ სიებთან დაკავშირებით მათ შეუძლიათ, თავისუფლად იმოქმედონ, მათ შორის მოახდინონ აღრიცხვა იმ ამომრჩევლებისა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, ქართულ ოცნებას და შესაბამისად, მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს,“ - აცხადებს მდინარაძე.

დღის ამბები