02 ივლისი 2024,   10:45
ვრცლად
რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა განალაგა

აზოვის ზღვაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა განალაგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ S-400-ების განლაგება გარე საფრთხეებისგან საჰაერო სივრცის დაცვასა და ნახევარკუნძულის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

სამხედრო მეთაურების ინფორმაციით, ახალ სარაკეტო სისტემას სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.

კიევი ამ ნაბიჯს მორიგ აგრესიად აფასებს.

აზოვის ზღვაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უკრაინამ სამხედრო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. გარდა ამისა, კიევი რუსეთთან არსებულ 40-მდე შეთანხმებას მორატორიუმს უცხადებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივაც დააყენა. 

დღის ამბები