02 ივლისი 2024,   10:42
ვრცლად
თურქეთში წყალდიდობამ კურორტი ბოდრუმი და რამდენიმე დასახლება დააზარალა

გადაუღებელ წვიმას თურქეთის საკურორტო ზონაში ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ ყველაზე მეტად ეგეოსის ზღვის ზოლში მდებარე კურორტი ბოდრუმი დააზარალა, სადაც წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია.

განადგურდა ათობით რესტორანი და მაღაზია. დაზიანდა ტურისტული ინფრასტრუქტურაც. მოვარდნილმა წყალმა ქუჩებიდან მანქანებიც გაიტაცა.

რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დღის ამბები