02 ივლისი 2024,   10:33
ვრცლად
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მომზადებული წესდების პროექტი დაამტკიცა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მომზადებული წესდების პროექტი დაამტკიცა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას "ისტორიული" უწოდა და განაცხადა, რომ უკვე დამტკიცებულია ტომოსი და მიღებულია გადაწყვეტილებაც გაერთიანებული კრების მოწვევის შესახებ.

თარიღს მსოფლიო პატრიარქი დაასახელებს.

კრების მონაწილეები აირჩევენ უკრაინის დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს, რომელსაც ბართლომეოსი ტომოსს გადასცემს.

უკრაინის ხელისუფლება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ საპატრიარქოს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს, თუმცა, საპატრიარქოში ამ ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ მშვიდობის დამყარებაზე ზრუნავს.

რუსეთი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კატეგორიული წინააღმდეგია.

დღის ამბები