06 დეკემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს

დავამთავრებთ ჩვენ ამ კრიმინალურ ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი, კონსტიტუციური გზით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ დღეს - ამის შესახებ განცხადება გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან განცხადების გაკეთებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის ხსოვნას.

გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე ქუთაისში განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალადობა ოპოზიციაზე მიმდინარეობდა არჩევნების წინ და კენჭისყრის დღესაც. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა, ის ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას. 

„ყველამ იცოდეთ, რომ ყველა ძალადობის და მუქარის ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე და ყველა სასტიკად დაისჯება ვინც დემოკრატიული ნორმების, სამართალის ფარგლებს გარეთ გადის. არც ერთ შემთხვევას არ დავყოვებთ უყურადღებოდ. ყველაფერს მივიტანთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და დამიჯერეთ ამის შესაძლებლობა მე მაქვს. 28 ნოემბერს ჩვენ გვქონდა ძალადობა და შანტაჟი, მოსყიდვა, სუს-ის მიერ მართული კრიმინალი, ხმის ფარულობის დარღვევა, კარუსელები. ათიათასობთ ბიულეტენის გაუქმება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  

მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს გურიაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ნაპოვნი პირადობის მოწმობები აჩვენა. გრიგოლ ვაშაძის თქმით პირადობის მოწმობები ეკუთვნით გარდაცვლილი ადამიანებს.

„ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ქურდულ სამყაროს და ბიძინა ივანიშვილს. ამჟამად გაერთანებული  ოპოზიციის და ჩვენი პარტნიორების იურისტები  ამზადებენ სარჩელს რომელსაც ჩვენ შევიტანთ სასამართლოში მოთხოვნით ეს არჩევნები იქნას ცნობილი ბათილად. ამას არ შევურიგდებით,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით გაერთიანებულ ოპოზიციას ვერანაირი პროვოკაციაში ვერ ჩაიყოლებენ და ისინი გეგმავენ კონსტიტუციური გზით დაიცვან გამარჯვება, რომელიც მოიპოვა და რომელიც მოჰპარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები