97 ათასი გაბათილებული ბიულეტენი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ხალხის გადაგდებული ნების რაოდენობა არასოდეს ასეთი დიდი არ ყოფილა - ამის შესახებ განცხადება ნიკა რურუამ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა. მისი თქმით არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო დაშინებას, ზეწოლას თუმცა მილიონობით ადამიანი მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
„მინდა მივმართო ე.წ. ოცნების წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან დროებით იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე იზრუნონ მაგრამ მაქვს სერიოზული ეჭვი რომ მათ ეს არ შეუძლიათ, ექვსი წელი ვერაფერი ვერ გააკეთეს ტყუილის, სიძულვილის თესვის გარდა. და ეს სიძულვილია, რომელიც მათვე წალეკავს,“-განაცხადა ნიკა რურუამ.