19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
„ჩემი მიზანია, საქართველო უფრო აქტიურად იყოს საერთაშორისო რუკაზე," - სალომე ზურაბიშვილი

„ჩემი მიზანია, საქართველო უფრო აქტიურად იყოს საერთაშორისო რუკაზე,“ - ეს განცხადება  ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ძირითადად საკუთარ გეგმებსა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„ჩემი მიზანია, საქართველო უფრო აქტიურად იყოს საერთაშორისო რუკაზე. ვფიქრობ, ბევრი ადგილი და ფორმატია, სადაც არ ვართ ისეთი აქტიურები, როგორიც შეგვიძლია რომ ვიყოთ. ეს არის საშუალება, რომ რუსეთმა ნაკლები გავლენა მოახდინოს ჩვენ ურთიერთობაზე ევროპელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, რომ მეტი შეგვიძლია მოვითხოვოთ ევროპელი პარტნიორებისგან და მე ასეთი ვიქნები. რუსეთი არის საოკუპაციო ძალა და ის არაპროგნოზირებადია. ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი, რადგან როდესაც შენ გყავს მტერი, რომელიც აშკარა და პროგნოზირებადია, შენც შეგიძლია იცოდე რა იქნება შენი შემდგომი ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი რა შეიძლება იყოს საქართველოს მომდევნო ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობაში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

დღის ამბები