27 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ... მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, ვინც საკუთარ მიწას იცავს" - ქაცარავა რუს ოკუპანტებს

თუ რუსები ხართ გეტყვით, რომ თქვენ ოკუპანტები ხართ - ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავამ რუს სამხედროებს მიმართა, რომლებიც დღეს ატოცში გამოჩდნენ. 

ქაცარავა და ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები ატოცში 7 ნოემბრის შემდეგ მორიგეობენ, რათა ოკუპანტების მიერ დაწყებული ბორდერიზაცია არ განახლდეს.

თუმცა თითქმის ერთი თვის შემდეგ ატოცში ოკუპანტების საინჟინრო შეირაღებული ჯგუფი ისევ გამოჩნდა. ორგანიზაციის წევრები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები მავთულხლართების გავლების გაგრძელებას აპირებენ. 

დავით ქაცარავამ ატოცში, საოკუპაციო ზოლთან მისულ ოკუპანტებს მიმართა:

„გვესვრით შეუიარაღებელ ხალხს? მე არ ვიცი, თქვენ ოსები ხართ თუ რუსები. თუ ოსები ხართ გეტყვით, რომ ეს ჩვენიო ტერიტორიაა და რუსები თქვენ გიყენებენ - ვფიქრობ ეს თქვენ კარგად იცით.

თუ რუსები ხართ უბრალოდ გეტყვით,რომ თქვენ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩვენს მიწაზე,  ქართულ მიწაზე იმყოფებით, აქ ახლა ექვსი შვიდი ადამიანი ვართ, მაგრამ,  ვიქნებით უფრო მეტიც და თქვენ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე. თქვენ მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, რომლებიც თავის მიწას თქვენგან იცავენ. ჩვენ აქედან არსად წავალთ“.

ამავე თემაზე
დღის ამბები