26 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
პარიზში ისევ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია

პარიზი ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ხელისუფლების დათმობების მიუხედავად, მოძრაობა ყვითელი ჟილეტის აქტივისტებმა პროტესტის მეხუთე აქტი გამოაცხადეს და აქციაზე გამოვიდნენ.

დემონსტრანტებმა ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მსვლელობა დაიწყეს და ელისეს სასახლისკენ მიემართებიან, სადაც უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

სასახლესთან მისასვლელ ქუჩებზე პოლიციის კორდონი დგას. მსვლელობის დროს უკვე მოხდა რამდენიმე ინციდენტი, თუმცა პოლიციამ არეულობა აღკვეთა.

პრეზიდენტმა მაკრონმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ პროვოკატორები უმკაცრესად დაისჯებიან. მან ანტიკრიზისული გეგმა დააანონსა.

ხელისუფლებამ უარი თქვა საწვავის გაძვირებაზე, მინიმალური ხელფასი გაზარდა, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მათი მოთხოვნების მხოლოდ ნაწილია და პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

დღის ამბები