ეს არის სახე დაკარგული პოლიცია - ეს განცხადება დავით კირკიტაძემ მის დაკავებისას გააკეთა. მისი თქმით ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
„საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა. იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძე კახეთის გზაზე დააკავეს. ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის სანახავად ჩავიდა.
დავით კირკიტაძის სახლთან პოლიცია დილით მივიდა. ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე პოლიტიკოსის სახლთან იდგნენ, თუმცა შემდეგ სამართალდამცველები ახსნა - განმარტების გარეშე წავიდნენ.
მოგვიანებით შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო დაწყებულია გამოძიება და კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები სწორედ ამიტომ მივიდნენ.