14 მარტი 2025,   18:34
ვრცლად
დავით კირკიტაძე თელავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე ამ წუთებში თელავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ადვოკატი მოინახულებს, რის შემდეგაც დავით კირკიტაძეს ბრალს უკვე ოფიციალურად წარუდგენენ.

      ოპოზციის წარმომადგენელი სამართალდამცველებმა, დაახლოებით, 40 წუთის წინ ბაკურციხეში დააკავეს და ბრალი წაუკითხეს.

      დავით კირკიტაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლას, ჩადენილ ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

      ოპოზიციის ლიდერების თქმით, მათ სპეცსამსახურების თანამშრომლები 2 მანქანით მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კახეთში გუშინდელ აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულების მოსანახულებლად ჩავიდნენ.

      ამავე თემაზე
      დღის ამბები