26 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საშობაო ლოცვებს სანდრინგემის ეკლესიაში დაესწრო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ტრადიციულად საშობაო ლოცვებს სანდრინგემის ეკლესიაში დაესწრო. ელისაბედ მეორე ტაძარში შვილთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდა. სამეფო ოჯახის წევრებს შორის იმყოფებოდნენ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი.

ცერემონია მხოლოდ დედოფლისა და პრინც ჩარლზის მეუღლეებმა გამოტოვეს.

გავრცელებული ცნობით, ორივე თავს შეუძლოდ გრძნობდა და სანდრინგემში გამგზავრება ვერ შეძლო.

ლოცვების დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები ეკლესიასთან შეკრებილ ხალხს მიესალმნენ და შობის დღესასწაული მიულოცეს.

დღის ამბები