26 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - სააპელაციო სასამართლო 2 არასრულწლოვნის ადვოკატების სარჩელს იხილავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული 2 არასრულწლოვნის ადვოკატების სააპელაციო სარჩელს მოსამართლე დღეს იხილავს.

პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდა. მომდევნო ეტაპზე იგეგმება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაცვისა და ბრალდების მხრის მიერ შერჩეული მოწმეების დაკითხვაც.

მსჯავრდებული მოზარდების ადვოკატები პირველი ინსტანციის განაჩენს არ ეთანხმებიან და მის შეცვლას ითხოვენ.

ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ბრძოლას გააგრძელებენ და არ გამორიცხავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაგრძელდეს დავა.

ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავედ სცნეს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

უცვლელია ბრალდების მხარის პოზიციაც. პროკურორი, თორნიკე ნადირაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებები წარადგინა და იმედოვნებს, რომ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღის ამბები