26 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
„ჩცდ-ის“ პერსონაჟის, ქეთის ღალატი, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟმა, ქეთიმ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მსახიობ სალომე შარვაძეს მისი პერსონაჟის შესახებ განხილვები ხშირად ესმის.

მე-14 სეზონის მიწურულს ქეთის ცხოვრება იცვლება. პერსონაჟის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მორჩილად ითმენდა ქმრისგან დამცირებას, ახალ ურთიერთობას იწყებს და ასევე დაოჯახებული ექიმი უყვარდება.  

ქეთის არიგებენ, ჭკუას ასწავლიან, მორალზე მიუთითებენ. ვნებათაღელვა იქამდე მივიდა, პასუხებს უკვე სერიალის მსახიობებსაც სთხოვენ. ზაზას რეაქციას ყველა ელის, გაიგებს თუ არა და თუ გაიგებს, როგორ მოიქცევა.

ყველაზე რთულ სიტუაციაში ამ ამბავში სოსო ხვედელიძეა, თეატრის მსახიობი, რომელსაც როლის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. 

ქეთის საქციელს აქტიურად აკრიტიკებენ ქალები. „ჩემი ცოლის დაქალების“ განხილვა უკვე წლებია, ჩვეული ამბავია. 14 სეზონის განმავლობაში ყველა გმირი ერთნაირად საინტერესოა. აქტუალურია ყველა სეზონი თუ ისტორია.

რა განვითარება ექნება ქეთის ისტორიას, უკვე დაწერილია. მომავალ კვირას კიდევ ერთი წარმატებული მე-14 სეზონი მთავრდება. 

 

 

 

დღის ამბები