22 მაისი 2024,   09:09
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - ავთანდილის 8 ნომერში დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან

აფეთქება დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს დღეს ავთანდილის 8 ნომერში ელოდებიან. სპეციალისტები ბინებში შევლენ და ზარალის აღწერას დაიწყებენ.

საბურთალოს გამგებლის ინფორმაციით, იმ 12 ბინაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები დამთავრდა, სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება დანარჩენ ბინებს, რომლებიც უფრო მეტად დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება დასკვნისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

115 ადამიანი ამ დრომდე სასტუმროებშია გადანაწილებული. მათთვის კვლავ უცნობია, როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

„კონტრაქტორმა კომპანიამ იმ ბინებში და საოფისე ფართებში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები დამთავრდა, დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, დასუფთავება და ფანჯრების მონტაჟი.

რაც შეეხება 8 ნომერს, მუშაობს სამხარაული. საექსპერტო ბიურო. დასკვნის შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები,“-აცხადებს გაიოზ ვასაძე.

დღის ამბები