27 ივლისი 2024,   04:02
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნაში, ფაქტობრივად, იგივე წერია, რაც პრეზიდენტის ვეტოში - "რუსული კანონი" კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება - თეონა აქუბარდია

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ევროპულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა - ვენეციის კომისიის მიერ, გუშინ დღის ბოლოს გამოქვეყნებულ დასკვნას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტები ასევე განმარტავენ, რომ რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების იდენტურია და კანონის ძალაში შესვლა ქვეყანას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

"დასკვნაში იგივე წერია ფაქტობრივად, რაც პრეზიდენტის ვეტოში - კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა "რუსული კანონის," ისევე როგორც საერთაშორისო ნორმებთან, რომელიც დასავლეთში არის აღიარებული და, სადაც, საქართველო ჯერ კიდევ თეორიულად მიილტვის ამ კანონმდებლობის წინააღმდეგ. ხაზგასმაა ყირგიზეთზე, რუსეთსა და რუსეთის სატელიტ ქვეყნებზე, გამეორება ქართული მოდელის რუსულ კანონთან და თავსებადობა, პირდაპირ არის განაჩენი ამის," - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

რაც შეეხება "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებას, მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები "ისე ღრმად არიან სიბინძურეში შეტოპილები, იქიდან ასე იოლად ვერ გამოვლენ." მისივე განცხადებით, "სინამდვილეში რა უნდა ხელისუფლებას, არ იცის."

დღის ამბები