23 ივნისი 2024,   07:18
ვრცლად
ინდოეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას პილოტები ემსხვერპლნენ

ინდოეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მირაჟის ტიპის მოიერიშე საჰაერო სწავლებების დროს, აფრენისთანავე ჩამოვარდა.

ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა. მათ კატაპულტირება მოასწრეს, მაგრამ ერთი შემთხვევის ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

ჩამოვარდნის შემდეგ მოიერიშე აფეთქდა და ცეცხლი მოედო. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები