28 სექტემბერი 2024,   14:10
ვრცლად
"შენობაში ბომბია" - ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე დაკავებული კაცი სასამართლომ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა

კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა ალეკო ხაბეიშვილი საქალაქო სასამართლოში დღის 4 საათზე მიიყვანეს. ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე დაკავებული სხდომის დარბაზში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვის შეიყვანეს.

წარდგენილ ბრალზე ბრალდებულ ხაბეიშვილს დრეს არაფერი უთქვამს - ახალგაზრდა მამაკაცმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენა. მოსამართლემ გადაწყვეტილება აღკვეთ ღონისძიებაზე მალევე გამოაცხადა და 30 წლის მამაკაცი 2-თვიან პატიმრობაში დატოვა.

"კურიერის" ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, ალეკო ხაბეიშვილი, იმერეთის რეგიონში, საკუთარ სახლთან ახლოს აიყვანეს, დაადეს ხელბორკილები და ადგილზე განუმარტეს, რას ედავება მას გამოძიება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ხაბეიშვილმა, 6 მაისს, 112-ში დარეკა. თქვა, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. სამართალდამცველებმა ადგილი შეამოწმეს და სპეციალური ღონისძიებები ჩაატარეს. მალევე გაირკვა, რომ ტერორიზმის შესახებ შეტყობინება ცრუ იყო.

ალეკო ხაბეიშვილს ადვოკატი ამტკიცებს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ვერ აცნობიერებს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული. უფლებადამცველი საქმის მასალებს ნაწილობრივ გაეცნო.

ბრალეულობის დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებებზე ბრალდების მხარე უკვე საუბრობს. საქმეში დევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში შესული ზარის ჩანაწერი. საქმის პროკურორ აცხადებს, რომ აუდიომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ 112 ის ოპერატორს სწორედ ალეკო ხაბეიშვილი ესაუბრა.

2024 წლის 6 მაისი, "კურიერთან", იმ მოქალაქეებმა გაიხსენეს, რომლებიც, ევაკუაციის დროს, ბათუმის სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ. ჰყვებიან, რომ სამართალდამცველებმა შენობა ყველას დაატოვებინეს და ადგილზე მხოლოდ შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მუშაობდნენ.

სავაჭრო ცენტრებში, თავშეყრის ადგილებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ ყველა შეტყობინებაზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ოპერატიულ-სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. დადგინდა, რომ მათი უმეტესობა საზღვარგარეთიდან ხორციელდებოდა. სუს-ში აცხადებენ, რომ, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, დანაშაულში მონაწილე პირებისა და ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის მუშაობა გრძელდება.

 

 

დღის ამბები