28 სექტემბერი 2024,   17:02
ვრცლად
გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს - პირველი ივლისიდან პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება იზრდება

ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, მასწავლებელთა 70%-ს ხელფასი 500-დან 800 ლარამდე ეზრდებათ. 300-დან 400 ლარამდე გაეზრდება ანაზღაურება პედაგოგთა 25%-ს. დარჩენილ 5% -ს კი, ვისაც შედარებით მცირე სააათობრივი დატვირთვა აქვს, ხელფასი 200 ლარით მოემატება.

მომდევნო თვიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს 53-ე სკოლის 80-ზე მეტი პედაგოგი. ახალი სახელფასო სისტემა მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხსა და არსებულ სტატუსს ითვალისწინებს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა განათლების ხარისხის ზრდისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. უწყებაში განმარტავენ, რომ ვრცელდება დეზინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ახალი ფორმულით, მასწავლებელთა ნაწილს შესაძლოა ხელფასი დააკლდეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ გაზრდილ ხელფასს 52 000-ზე მეტი, უკლებლივ ყველა პედაგოგი მიიღებს.

ხელფასების მატების პარალელურად, იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, სპეციალური ინკლუზიური კომისიის შექმნაა დაგეგმილი, რომელიც წლის ბოლომდე საერთაშორისო გამოცდილებასა და კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს შეიმუშავებს.

 

დღის ამბები