18 მაისი 2024,   15:14
ვრცლად
"შუშის სასახლის მბრძანებლის მოქმედების შედეგი," - ადვოკატრები სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ

კრიზისი სასამართლო სისტემაში და დაპირისპირება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გამო - ამ თემების განსახილველად, ადვოკატთა საგანგებო კრება იმართება. უფლებადამცველები, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათივე შეფასებით საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ასუსტებს. ადვოკატები საგანგებო შეკრებაზე იმ კრიტერიუმების შესახებ იმსჯელებენ, რომლითაც მოსამართლეთა შერჩევა უნდა მოხდეს. ინიციატივას, საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნიან.

„საქართველოს სამართლიანი სასამართლო სჭირდება. სამართლიანი სასამართლო არ შეიძლება შექმნან  მურუსიძემ და ჩინჩალაძემ. ძალიან სამარცხვინოა, რომ ეს ოლიგარქი  ივანიშვილი დადგა ამათ გვერდი. ეს არის ამათი სირცხვილი და ეს არის შუშის სასახლის მბრძანებლის ივანიშვილის მოქმედების შედეგი,“-განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები