17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ხმების მოძიების მოთხოვნა არჩევნებზე - პოლიციისთვის თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი დევნილობაში იმყოფება 

ე.წ. უბნის ავტორიტეტები და საარჩევნო უბნების კონტროლი - საფრანგეთში, დევნილობაში მყოფი რომან ნაკაშიძე პოლიციის მხრიდან თანამშრომლობის მოთხოვნაზე საუბრობს. წლევანდელ არჩევნებზე ე.წ. ძველი ბიჭების თემა, თითქმის ყველა რეგიონში აქტუალური იყო. ბათუმელი რომან ნაკაშიძე ყვება, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების მოძიებას და დახმარებას მისგან ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებზე ითხოვდნენ.

ნაკაშიძე ამბობს, რომ ვინც თანამშრომლობის მოთხოვნას არ დაემორჩილებოდა, ამ შემთხვევაში ან ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, ან ციხეში ჩაჯდებოდა. რომან ნაკაშიძე ახლა საფრანგეთს აფარებს თავს, საქართველოში ის ძებნილია და 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

2016 წელს, როდესაც მეგობართან ერთად სარფის საბაჟოდან შემოვიდა, მაშინ დააკავეს. ნაკაშიძე ამბობს, რომ  ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ნაკაშიძე ნარკოტიკებთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს და უკვე ორი წელია აცხადებს, რომ საქმე შეუკერეს, რადგან თანამშრომლობაზე უარი თქვა. 

8 თვე პატიმრობაში იყო აქედან ორი თვე შიმშილობდა. დნმ-ის პასუხის შემდეგ, რომან ნაკაშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა რადგან მის მიმართ ზეწოლა გრძელდებოდა, ქვეყანა დატოვა. პროკურატურამ კი ამასობაში გამამართლებელი განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა და 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იგივე დატოვა უზენაესმაც. რომან ნაკაშიძის ადვოკატი საქმეში რიგ დარღვევებზე საუბრობს.

ლაშა შუკაკიძე ყვება, რომ პოლიციელების მხრიდან, მსგავსი შეთავაზებები თანამშრომლობაზე წინასაარჩევნოდ, მის პრაქტიკაში ხშირად ყოფილა და რომან ნაკაშიძის საქმე გამონაკლისი არ არის. რომან ნაკაშიძე ახლა სამართალს სტრასბურგში ეძებს.

ოპოზიცია აჭარაში ამბობს, რომ რომან ნაკაშიძის საქმის მსგავსად, უბანზე ხმების მოძიება ამ ხერხებით ხშირად ხდება. 

დღის ამბები