23 ივნისი 2024,   05:38
ვრცლად
ვენესუელის დროებით პრეზიდენტს მხარდაჭერა კანადამ და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა გამოუცხადეს

ევროპის წამყვანი ქვეყნების შემდეგ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს სრული მხარდაჭერა ლათინური ამერიკის ქვეყნებმა და კანადამ გამოუცხადეს.

ეგრეთ წოდებული ლიმას ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც 11 ლიდერი მონაწილეობდა, ოტავაში გაიმართა. მათ ერთობლივი განცხადება მიიღეს და ვენესუელის არმიას ოპოზიციის ლიდერის მხარეს გადასვლა ურჩიეს. ასევე, საერთაშორისო გაერთიანებასაც მიმართეს, რათა მადუროს რეჟიმს ფინანსური ტრანზაქციებით და საზღვარგარეთ არსებული ოქროსა და ნავთობის აქტივებით სარგებლობა არ მიეცეს.

თავად მადურო რომის პაპს მიმართავს. ვენესუელის პრეზიდენტმა კათოლიკური ეკლესიის მეთაურს წერილი გაუგზავნა და კრიზისის მოგვარებასა და დიალოგის დაწყებაში დახმარება სთხოვა.

დღის ამბები