26 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
რას ნიშნავს, რომ ადრე ცუდი იყო ვთქვათ გვრიტიშვილი და ახლა გახდა კარგი, ყველაფერს ხაზი გადავუსვათ? - ლევან გოგოჩაიშვილი

ერთ საათზე მეტია როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ესწრებიან.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაშვილი ამბობს, პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ კითხვები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაღრმავდა. 

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ოპოზიცია, მისი სატელიტი პარტიები და არასამთავრობოები თავს ესხმიან  სასამართლოს, თუმცა პოლიტსაბჭოს წევრების აზრით, თავდასხმის მიზანი არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ იმ მოსამართლეების დასჯაა,რომლებიც გავიდნენ წინა ხელისუფლების მორჩილებიდან. ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს,რომ მმართველი პარტიის წევრები ამ განცხადებით კიდევ ერთხელ აჩენენ უამრავ კითხვის ნიშანს. 

„რას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ მონები და ახლა გახდნენ კარგები. ეს არის აცდენა, დაბნეულია ძალიან ბევრი ადამიანი, რას ნიშნავს, რომ ადრე ცუდი იყო ვთქვათ გვრიტიშვილი და ახლა გახდას კარგი, ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, რომ მურუსიძე გახდეს უვადოდ მოსამართლე?"-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები