27 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
„ნაციონალების" შეკრებებზე დადიხარ და დედას გვაგინებ..." - გურჯაანის მერის კაბინეტში გაკეთებული სკანდალური ჩანაწერი

პოლიტიკური დევნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გაერთიანებული ოპოზიცია, გურჯაანის მერის სამუშაო კაბინეტში ჩაწერილ სკანდალურ მასალას ასაჯაროებს. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ არჩილ ხანდამაშვილი საკუთარ თანამშრომელს სამსახურიდან წასვლას აიძულებს და ამის მიზეზი, მისი პოლიტიკური შეხედულებებია. ჩანაწერში ისმის, რომ იზოლდა ხარაზიშვილი განმარტებებს სწორედ გურჯაანის მერისგან არჩილ ხანდამაშვილისგან ითხოვს.

„რას გიშავებ იქნებ მითხრა?“-მიმართავს ჩანაწერში იზოლდა ხარაზიშვილი არჩილ ხანდამაშვილს, რომელიც მას პასუხობს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებებზე დადის.

„ნაციონალური მოძრაობის" შეკრებებზე დადიხარ და დედას გვაგინებ და მეტი რაღა უნდა უნდა დამიშაო. „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, კბილებით დავიცავ ჩემს პოზიციას,“-განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

  

დღის ამბები