19 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
მამუკა ბახტაძე განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე საკრებულოში განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე განათლების მინისტრმა რეფორმის მთავარი პრიორიტეტების გეგმა წარადგინა.

„მიდგომა არის ერთიანი, კომპლექსური და მოიცავს ყველა დონეს, რომელიც შეეხება როგორც სკოლამდელ განათლებას,  ასევე დასრულებული მეცნიერებით და ხედვა წარმოდგენილია ერთ კონტექსტში და მოიცავს ყველა მიმართულებით, ყველა ნაბიჯს, რა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად,“- განაცხადა  მიხეილ ბატიაშვილმა.

პრემიერმა სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა. ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლ-კარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა სხვადასხვა სექტორში და ჩემი შეფასებით და ჩემი ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები