19 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
შეურაცხმყოფელი და კანონსაწინააღმდეგო აგრესიული ქმედება - პროკურატურა უწყების ეზოში ზაზა სარალიძის შეჭრას ეხმაურება

გენერალური პროკურატურა ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სამშაბათს არის შესაძლებელი. უწყება განმარტავს რომ სარალიძემ  პროკურატურის ეზოში სეჭრით კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა და მისი ქცევა აგრესიული იყო.

"საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე, თუმცა აქვე ავღნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ მოკლებული ვართ შასაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს,"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურატურასთან დილიდან იმყოფება. ის პროკურირებთან შეხვედრას ითხოვს. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ის ვერ შეძლებდა დღეს ამ შეხვედრის გამართვას, ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ეზოში შეიჭრა. მას ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.  

დღის ამბები