23 იანვარი 2025,   06:04
ვრცლად
ბანკის ძარცვა ანტვერპენში ჰოლივუდური სცენარით - ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ბანკის ძარცვა ანტვერპენში ჰოლივუდური სცენარით. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი - 27 წლის ქართველი.

      გავრცელებული ცნობით, მძარცველებმა ბანკის საცავში გვირაბით შეაღწიეს, რომელიც ჯერ ბინიდან საკანალიზაციო ჭამდე, შემდეგ კი ბანკის საცავამდე გათხარეს.

      ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა. პოლიციას 30-ამდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდა. სამართალდამცველები დანარჩენ ეჭვმიტანილებსაც და ნაძარცვსაც ეძებენ.

      სავარაუდოდ, დამნაშავეები სამნი იყვნენ. სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ ბინა ორ ძმას რამდენიმე თვის წინ მიაქირავა.

      "კინოს ჰგავს, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. რომ არ მენახა ალბათ ვერ დავიჯერებდი. ამოთხრილ მიწას ტომრებში ყრიდნენ და სახლის უკანა მხარეს საძინებელ ოთხში ინახავდნენ. ამიტომ ვერ შენიშნა ვერავინ რა ხდებოდა." - განაცხადა სახლის მეპატრონემ.