02 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
ე.წ. კაბელების საქმე და კობახიძის სკანდალური განცხადება - მთავარ კანონმდებელს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

ე.წ. კაბელების საქმე და ირაკლი კობახიძის განცხადება - პარლამენტის თავმჯდომარე სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ საქმის მასალები, რომელზე წვდომა ადვოკატებსაც კი არ ჰქონდა, ხელმისაწვდომი ირაკლი კობახიძისთვის გახდა.

სკანდალური განცხადება ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ კაბელების საქმეს ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეობამდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის რანგში გაეცნო და დაადგინა, რომ მილიონობით ლარი დაიკარგა.

რა სტატუსით გაეცნო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს ირაკლი კობახიძე, რომელ მილიონებზე საუბრობს  და რატომ მისცა მას პროკურატურამ ამ რეზონანსული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის მასალების გაცნობის უფლება - ამის ახსნა დღეს მის თანაგუნდელებს გაუჭირდათ. მმართველი გუნდის დეპუტატთა ნაწილი ამბობს, რომ კობახიძე არაგრიფირებულ დოკუმენტაციას გაეცნო, ნაწილი კი განმარტავს, რომ ასეთ საქმეებში ჩახედვის უფლება არავის აქვს.

რა მილიონებზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე და იმ შემთხვევაში თუ სოლიდური თანხები მართლაც გაიფლანგა, რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში არამხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ასეთი დიდი დანაშული დამალა.

კობახიძესთან კითხვები აქვს მესამე სექტორსაც. არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა კანონდარღვევაზე საუბრობენ.

ე.წ. კაბელების საქმეზე მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. უწყებაში განმარტეს, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო 2014 წლიდან მოხსნილი აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები