23 ივნისი 2024,   07:26
ვრცლად
2 დაღუპული და 8 დაშავებული - სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

სტამბოლში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.  ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  8 ადამიანი დაშავდა.

მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებენ. ისინი დაღუპულების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

8-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კორპუსზე რამდენიმე სართული უკანონოდ იყო დაშენებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები