23 ივნისი 2024,   07:35
ვრცლად
ტრაგედია სტამბოლში - საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 5 წლის გოგო ამოიყვანეს

სტამბოლში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 5 წლის გოგო ამოიყვანეს. ბავშვმა ნანგრევების ქვეშ 19 საათი გაატარა. ბავშვი ამოყვანისთანავე  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მაშველებმა დღეს ერთი ქალიც გადაარჩინეს.

ბოლო მონაცემით, 8 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შენობის ნგრევის მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

დღის ამბები