23 ივნისი 2024,   07:25
ვრცლად
ნიკოლას მადურო ქვეყანაში ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებს

ნიკოლას მადურო ქვეყანაში ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებს. მისი ბრძანებით ვენესუელისა და კოლუმბიის საზღვარი ბლოკირებულია. სამივე ზოლი სატვირთო მანქანებით გადაკეტეს.

ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა საერთაშორისო გაერთიანებას ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ სთხოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში საკვები პროდუქტი და მედიკამენტები გაგზავნა, მადუროს მთავრობამ საზღვარზე გადასასვლელი ხიდები ჩაკეტა.

დღის ამბები