17 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
„ყველანაირი დავალიანება გასტუმრებული იქნება,“- „ელმავალმშენის“ დირექტორი თანამშრომლების პროტესტს გამოეხმაურა

"ელმავალმშენებლის" თანამშრომლების პროტესტს, რომლებიც 4 თვის დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ, დღეს მათი უფროსი გამოეხმაურა. თეა თურქიას თქმით, მომსახურე პერსონალისთვის თანხის ანაზღაურება დროულად სამუშაო რესურსების არქონის გამო ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, თვის ბოლომდე "ელმავალმშენებლის" 870-ივე თანამშრომელი კუთვნილ თანხას დაუყოვნებლივ მიიღებს.

„საერთო მოცულობა ამ დავალიანებისა შეადგენს მილიონ ნახევარ ლარს. ეს სახელფასო დავალიანება დაიფარება უამრავი პერსპექტიული კონტრაქტის საფუძველზე.  ხელფასების დავალიანება განპირობებულია იმით, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიყავით შეზღუდული შეკვეთების ქვეშ, არ გვქონდა სამუშაო თუმცა,  აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ამ თვის ბოლოსთვის, შეიძლება უფრო ადრეც, ყველანაირი დავალიანება გასტუმრებული იქნება,“ - განაცხადა თურქიამ.

დღის ამბები