19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ციხეები, შესაძლოა, მსჯავრდებულთა პროტესტმა მოიცვას - ასობით პატიმარი შეწყალების კომისიის შეკრებას ელოდება

ციხეები შესაძლოა, მსჯავრდებულთა პროტესტმა მოიცვას - ასობით პატიმარი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა, კომისია პარალიზებულია.

კომისიის ძველი შემადგენლობის მუშაობა ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეაჩერა, სალომე ზურაბიშვილს, კი ის საერთოდ არ დაუკომპლექტებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახალი გუნდი ჯერ კომისიის კონცეფციაზე ფიქრობს, რასაც კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

შეწყალების აქტის გამოცემა პრეზიდენტის სრული დისკრეციაა და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა დღეს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ კომისიის ფორმატზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ.

თეა წულუკიანის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ საკანონმდებლო წინადადება მუშავდება, რომლის ინიცირებასაც იუსტიციის სამინისტრო პარლამენტში გეგმავს.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვას ითხოვენ კომისიის ყოფილი წევრები. „ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ კომისია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს ხარვეზებით მუშაობდა და ცვლილებები აუცილებელია.

ახალი რეგულაციებით, რომლებსაც პარლამენტი დაამტკიცებს, სავარაუდოდ, შეწყალების პროცესი გართულდება.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ოპოზიციაში. დეპუტატები ამბობენ, რომ „ოცნება“ კომისიის მუშაობის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებს ვერ გამოასწორებს.

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 3500 პატიმარი შეიწყალა. 1500-ზე მეტ მსჯავრდებულს სასჯელის გადახედვის თხოვნით შეწყალების კომისიისთვის უკვე მიმართული აქვს თუმცა, როდის განიხილავენ ამ თხოვნებს, ჯერჯერობით, უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის ფორმირებას არ ჩქარობს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები