იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე.
დღევანდელ სხდომაზე განიხილება “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
დოკუმენტზე გასვლით სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, მათთვის უცნობია ვინ მიიღო გასვლითი სხდომის გამართვის გადაწყვეტილება.
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით კი გასვლითი სხდომა სპეციალურად დაინიშნა, რათა მას ის მოსამართლეები დაესწრნენ, რომლებიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის გადავადებას მხარს არ უჭერენ.
„როგორც ჩანს მოსამართლე წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სხდომაზე მოიყვანონ მათ მხარდამჭერი მოსამართლეები, რათა საკითხის განხილვა ამ ფორმატში წარმართონ, რომ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს მათ საკითხს. ეს არის კიდევ ერთი აქცია, კამპანიის ნაწილი, რომელიც მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ისინი არიან ერთიანები, ყველა საკითხზე შეჯერებულები,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.