23 ივნისი 2024,   05:42
ვრცლად
ფილიპინებში კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორი მარია რესა დააპატიმრეს

ფილიპინებში კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორი დააპატიმრეს. მარია რესა სამართალდამცველებმა სააგენტოს სათაო ოფისში აიყვანეს. ძალოვანების გამოჩენისთანავე მარია რესამ ტელეფონი ჩართო, დაკავების პროცედურა ონლაინ რეჟიმში აჩვენა და განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ვებგვერდის დირექტორს ბრალი ე.წ. კიბერცილის წამების მუხლით წაუყენეს. კანონი კიბერცილის წამებს შესახებ 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ფილიპინებში ის 2012 წელს მიიღეს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მარია რესამ სახელისუფლებო კორუფციაზე დაწერა და გავლენიანი მოსამართლე ბიზნესმენთან გარიგებაში ამხილა. ქვეყნის პრეზიდენტი რესას ვებ-გვერდს ყალბი ახალი ამბების საიტს უწოდებს და მისი მმართველობის მოვლენების  გაშუქებას უკრძალავს.

დღის ამბები