22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ყოფილი პატიმარი, რომელმაც ლადო ბედუკაძე სცემა, პოლიციამ გამოკითხა

ყოფილი პატიმარი, რომელმაც ლადო ბედუკაძე სცემა, პოლიციამ გამოკითხა. თენგიზ ნაზღაიძე ამ წუთებში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი.

პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ნაზღაიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მედიას აინტერესებდა, თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც რუსთაველის გამზირზე მასსა და ციხის კადრების ავტორს შორის დაპირისპირება მოხდა.

ბედუკაძეს თავს ყოფილი პატიმარი რუსთაველის გამზირზე დაესხა. „კურიერის“ ინფორმაციით, ნაზღაიძე სასჯელს ბედუკაძის ბადრაგად მუშაობის პერიოდში იხდიდა და მას სასტიკად გაუსწორდა. თუმცა ყოფილი პატიმარი დეტალებზე არ საუბრობს.

ლადო ბედუკაძე ბრალდებებს უარყოფს და მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს „ნაციონალური მოძრაობას“ უკავშირებს. ციხის კადრების ავტორმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჩვენება მისცა.

ციხის კადრების ავტორს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.

ცნობილი ხდება რომ ცემას წინ უძღვოდა კონფლიქტი, რა დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, საპატიმროში მას ყოფილ საქმიანობას ახსენებდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები