„ევროპული საქართველო“ სემეკ-ს მიმართავს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ითხოვს, რომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს აქირავებენ და მათი საერთო შემოსავალი არ აღემატება 30 ათას ლარს, წყლის, დენისა და გაზის საფასური საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხადონ.
სემეკ-ი გეგმავს ცვლილებები შეიტანოს და გაქირავებულ ბინებში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ახალ წესი შემოიღოს, რაც ბინის მეპატრონეებს წყლის გადასახადს გაუძვირებს.
„ევროპულმა საქართველომ მიმართა სემეკს, რომ არ გააძვიროს ტარიფი ბინის დამქირავებლებისთვის, თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 ათას ლარს. იმიტომ, რომ ამ საყოველთაო გაჭირვებაში, რაშიც ქვეყანა და თითოეული მოქალაქე აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მავნებლური და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ძალიან ბევრი ადამიანებისთვის ბინის გაქირავება არის არა კომერცია, არამედ ამ საყოველთაო გაჭირვებაში თავის გატანის საშუალება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.