გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა მამაკაცს სოციალური დახმარება მოუხსნეს.
72 წლის ნუგზარ ქევხიშვილი შშმ პირია. 5 წლის წინ ინსულტის შედეგად მას ქვედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.
მოხუცი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო 108 ლარი იყო, რომელსაც სოციალური დახმარების სახით იღებდა.
გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოში კონკრეტულად ვერ ამბობენ, რატომ გახდა აუცილებელი უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები მარტოხელა მამაკაცისთვის სოციალური დახმარების მოხსნა. ერთადერთი არგუმენტი ქულათა ახალ სისტემაზე გადასვლაა, რის საფუძველზეც მამაპაპისეული სახლი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე სოციალურად დაუცველს უნდა ჰქონდეს.
ნუგზარ ქევხიშვილს თავის გატანა ყოველთვიურად მხოლოდ პენსიით უწევს. სოციალურ სააგენტოში ჯერ არ აპირებენ მისთვის დახმარების აღდგენას.
ავტორი: ია გულიაშვილი