17 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ფიზიკური და მორალური ძალადობდა ცოლზე - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია

28 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია ქორწინების დღიდან იწყება. 9 წლის განმავლობაში ქალი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, ძალადობის მსხვერპლი იყო.

ქმარს დაზარალებულმა პოლიციაში მას შემდეგ უჩივლა, რაც მეუღლემ ჯერ უცხო მამაკაცთან სექსუალური კავშირის დამყარება მოსთხოვა, შემდეგ კი სხვა ქალბატონთან მისი სექსუალური კავშირის ყურება აიძულა.

ამ მძიმე დღის შემდეგ 28 წლის ქალმა თავის მოკვლა სცადა, თუმცა, მცირეწლოვანი შვილების გამო გადაიფიქრა. საცხოვრებლად დედასთან გადავიდა და წლები ყოფილი ქმრის ძალადობაში გაატარა.

28 წლის ქალბატონო პოლიციამ დაზარალებულად უკვე სცნო, თუმცა, სავარაუდო დამნაშავისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

დაზარალებული ქალი, რომელმაც 9 წელის ჯოჯოხეთში გაატარა, მთავარ საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს.

კაცი, რომელიც მეუღლეზე წლების განმავლობაში ფიზიკურად და მორალურად ძალადობდა, თავისუფალია. 2 შვილის დედა კი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ყოველდღიურად მისი შემოსავალი მხოლოდ 2 ლარია.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

 

 

 

დღის ამბები