23 ივნისი 2024,   06:08
ვრცლად
FBI-ის ყოფილი დირექტორი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაში თავად ტრამპს ადანაშაულებს

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი დირექტორი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაში თავად დონალდ ტრამპს ადანაშაულებს.

CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში ენდრუ მაკკეიბი აცხადებს, რომ კონტრდაზვერვის სამსახური პრეზიდენტის განცხადებებმა იძულებული გახადა, მის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

მაკკეიბის თქმით, გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, როდ როზენშტეინი საკმაოდ სერიოზულად განიხილავდა კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედებას, დონალდ ტრამპის პოსტიდან გადაყენების მიზნით.

ენდრუ მაკკეიბმა გამოძიების დაწყების კიდევ ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ფხენიანის საფრთხესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დაზვერვის სამსახურების ნაცვლად, ნდობა ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოხატა.

დღის ამბები