23 ივნისი 2024,   06:24
ვრცლად
ლონდონის მოდის კვირეულზე Burberry-მ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა

ლონდონის მოდის კვირეულზე Burberry ჯგუფმა შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა. ბრიტანული ბრენდის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რიკარდო ტიშიმ, კოლექცია 90-იანი წლების ლონდონის შთაგონებით შექმნა.

დიზაინერმა მოდელები დიდი ზომის სამოსში გამოაწყო, რაც Burberry-ის სტილისგან სრულიად განსხვავებული იყო. თუმცა კოლექციაში ტრადიციული ლაბადებიც იყო, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა ფორმის პრინტები და ბრენდის დამაარსებლის, ტომას ბარბერის ინიციალები.

ჩვენებაში ცნობილ მოდელებს შორის მონაწილებდნენ ჯიჯი ჰადიდი და ნატალია ვოდიანოვა.

დღის ამბები