23 ივნისი 2024,   05:40
ვრცლად
ირანმა ადგილობრივი წარმოების ახალი წყალქვეშა ნავი წარადგინა

ირანმა ადგილობრივი წარმოების ახალი წყალქვეშა ნავი წარადგინა. საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში გამართულ ცერემონიას, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი უძღვებოდა.

ოფიციალური თეირანის ცნობით, ახალი წყალქვეშა ნავი 600 ტონას იწონის და მართვადი რაკეტებითაა აღჭურვილი.

ადგილობრივი წარმოების შეიარაღების განვითარება ირანმა ბოლო წლებში შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან დაძაბულობის ფონზე გააძლიერა.

დღის ამბები