23 ივნისი 2024,   05:40
ვრცლად
სირიაში ასადის რეჟიმის ავიაციამ ბაზრის ტერიტორია და დასახლებული უბანი დაბომბა

ქურთებსა და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს შორის მასშტაბური ბრძოლების ფონზე სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში იერიშები განაახლეს. ასადის რეჟიმის ავიაციამ ბაზრის ტერიტორია და დასახლებული უბანი დაბომბა.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე 20-ზე მეტი ჭურვი ჩამოყარეს. იერიშის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ათამდე ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

სირიაში იერიშების განახლებას წინ უძღოდა სოჭში გამართული სამიტი, რომელზეც ასადის მოკავშირე პუტინი თავის ირანელ და თურქ კოლეგას მასპინძლობდა.

დღის ამბები